Sunday, April 5, 2015
მე-9 დღის რეფლექსია
დღეს არის ტრენინგის ბოლო დღე. გამოვაქვეყნეთ საკუთარი პორტფოლიო და შევაფასეთ ერთმანრთის ნამუშევრები. ზოგადად, ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, ჩემი მუშაობა სკოლაში კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ყურადღებისა და მოთმინებისათვის
Saturday, April 4, 2015
მე-8 დღის რეფლექსია
ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემაც წარმატებით ჩაიარა. დავწერეთ პროექტის მსვლელობა,შევადგინეთ პროექტისთვის კითხვარი, შევქმენით დიზაინი. ვისწავლეთ მისი გამოქვეყნება ბლოგზე.უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს მოთმინებისა და თანადგომისათვის.
Sunday, March 29, 2015
მე-7 დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით გაჯეტები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვნახეთ სხვა მასწავლებლების მიერ შექმნილი ბლოგები. შევქმენით მოსწავლეთა დასახმარებლად შაბლონი.
Saturday, March 28, 2015
მე-6 დღის რეფლექსია
დღევანდელი მუშაობა ჩემთვის ნაყოფიერია. ვისწავლე სლაიდ-შოუს შექმნა და მისი გამოქვეყნება ბლოგზე.ამასთანავე შევქმენი შეფასების სქემა და შევინახე პროექტის გეგმაში
Sunday, March 22, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
ჩემთვის ეს დღე იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგან შევისწავლე, როგორ დავგეგმო და გამოვიყენო სლაიდშოუ საგაკვეთილო პროცესში.
Subscribe to:
Posts (Atom)